Tuesday, June 1, 2010

ემინემი მაგარია

მარშალ ბრიუს მაზერს III (დ. 17 ოქტომბერი, 1972. დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ) ცნობილია თავისი სასცენო სახელით — ემინემიამერიკელი რეპერი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი. მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 70 მილიონზე მეტი ალბომის წყალობით, ემინემი ადრეული 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად და ყველაზე წარმატებულ რეპ-შემსულებლად ითვლება. ემინემი რეპერმა და პროდიუსერმა დრ. დრემ აღმოაჩინა.



პირველი წლები


მარშალ ბრიუს მაზერს III დაიბადა მისურის შტატში, დებორა მაზერს-ბრიგსისა და მარშალ ბრიუს მაზერს უმცროსის ოჯახში. მამამ ოჯახი ადრე მიატოვა. 12 წლის ასაკამდე მარშალი, დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში საცხოვრებლად გადადიოდა. საბოლოოდ ისინი დეტროიტში დასახლდნენ. აქ, მოზარდობის პერიოდში მარშალი დაინტერესდა ჰიპ ჰოპით და სხვადასხვა საღამოზე გამოდიოდა ფსევდონიმით "M&M". 1995 წელს იგი შეუერთდა ჯგუფ Soul Intent-ს. ამავე პერიოდში გამოიცა მისი პირველი სინგლი. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო ლინკოლნის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, უფრო მეტ დროს უთმობდა ფრისტაილის ტიპის შეჯიბრებს ოსბორნის სკოლის მოსწავლეებთან. მან მალე მიიპყრო ანდერგრაუნდული ჰიპ-ჰოპის მოყვარულთა ყურადღებაც. 17 წლის ასაკში იგი გააგდეს სკოლიდან.

1992 წელს მაზერსი მიიღო კომპანიამ FBT Productions, რომელსაც ძმები ჯეფ და მარკ ბეისი ფლობდნენ. იქ, 1996 წელს მან მოამზადა სადებიუტო დისკი Infinite, რომელიც ჩაწერილი იქნა ძმების საკუთარ სტუდიაში. დისკი გამოვიდა ლეიბლზე Web Entertainment. დისკში განხილული იქნა მისი ახლადშობილი გოგონას, ჰეილი ჯეიდ სკოტის მნიშვნელობაც. ამავე პერიოდში ემინემს ჰქონდა პრობლემები მეუღლესთან, კიმთან.

მინი-ალბომის The Slim Shady EP ჩაწერის შემდეგ მან მეტი ყურადღება მიიპყრო, ამასთან - რეპერ კეიჯის იმიტირების გამო, რამაც კრიტიკა დაიმსახურა. ამ პერიოდში იგი დაუკავშირდა ჯგუფის Insane Clown Posse წევრ ჯოზეფ ბრიუსს და შესთავაზა ალბომის გამოსვლის დღეს პრეზენტაციაზე კონცერტის გამართვა. ბრიუსმა ამაზე უარი უთხრა. მარშალი ნაწყენი იყო და გააკრიტიკა დუეტი ბევრ თავის ინტერვიუში.

გარდატეხა მაშინ მოხდა, როდესაც Interscope Records დაინტერესდა მარშალის შემოქმედებით - მას შემდეგ რაც იგი რეპ ოლიმპიადაში მეორე ადგილზე გავიდა. დრ. დრემ , რომელიც ფლობდა ლეიბლს Aftermath Entertainment მოისმინა რეპერის ჩანაწერები და შესთავაზა სრულყოფილი დისკის გამოცემა. მათ ერთად დაიწყეს ემინემის სადებიუტო მასშტაბურ ალბომზე მუშაობა.


Tuesday, May 18, 2010

ჩარლის ბიოგრაფია



სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (Sir Charles Spencer Chaplin Jr.) (16 აპრილი, 188925 დეკემბერი, 1977), უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი.

ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობას და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 65 წლიან პერიოდს, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი. დაგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დ.უ. გრიფიტის დახმარებით, 1919 წელს მან დააარსა ცნობილი კომპანია United Artists.

ჩარლი ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ლონდონში. მისი მშობლები music hall-ის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ, ისინი ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო. ბავშვები დარჩნენ დედაზე დამოკიდებულები. Lily Harvey (Hannah Harriet Hill) ჩარლის დედამ დაკარგა ხმა და იძულებული იყიო 1896 წელს დაეტოვა სცენა. ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა 1901. ძმები ჩარლი და სიდი (Sydney) დედამისთან ერთად აღმოჩდნენ სამუშაო სახლში ლამბეტაში (Lambeth), ამის შემდეგ ბავშვები მიაბარებს ობოლთა თავშესაფარს.

ჩარლიმ სიმღერა თავის მშობლებისგან ისწავლა. ის სცენაზე პირველად 1894 წელს ავიდა 5 წლის ასაკში, თავისი დედის შემცვლელად music hall-ში. 1898 წელს ჩარლი ხვდება ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში The Eight Lancashire Lads. 1903 წელს ჩარლის უკვე აქვს ერთი “მუდმივი” სამსახური ( ჩარლი ადრეულ ასაკშივე მუშაობდა ბევრ ადგილას: გაზეთების გამყიდველი, ექიმის დამხმარე … ასაკის გამო ყველგან დროებით …) 14 წლის ასაკში ის თეატრში იწყებს მსახიობად მუშაობას და იღებს როლს სტექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი” … ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება და ეშინოდა არ დაეკარგა ეს სამსახური, რადგან მან არ იცოდა კითხვა კარგად… როლის სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა. 16 წლის ასაკიდან ის რეგულარულად იწყებს დაკვრას ვიოლინოზე 4-16 საათი დღეში, გაკვეთილებს ის ნაცნობებისგან იღებდა.

1908 წლიდან იწყება ჩარლის სამსახიობო კარიერა როდესაც ის მსახიობის როლს იღებს Fred Karno-ს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში. ჩარლით ინტერესდება Mack Sennett, ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში Keystone Film გადასაღებად…ჩარლის პირველი ფილმი იყო Making a Living 1914 წლის 2 თებერვალი. მალევე ჩარლი თავს ანებებს Keystone Film-ს და გადადის Essanay Studios-ში.

1921წელს აწყობს ევროტურს.

მეორე ტურს ევროპაში 1931 წელს აწყობს პრემიერით “City Lights” (”დიდი ქალაქის ჩირაღდნები”)

ხოლო მესამედ ევროპაში იყო 1936 წელს ფილმით “Modern Times”

1922 წელს ჩაპლინმა აიშენა ბინა ბევერლი ჰილსში, ვინაიდან რადგანაც აქამდე ის მებობრებთან, ნაცნობებთან ცხოვრობდა… პირველი ხმოვანი ფილმი ჩაპლინისა არის “The Great Dictator” რომლის პრემიერაც იყო 1940 წლის 15 ოქტომბერს… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ფილმია სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა …

1952 წელს ჩაპლინი ქმნის ფილმს “Limelight” … ფილმი ხელოვან ადამიანზე და საერთოდ ხელოვნებაზე… ჩარლი მიემგზავრება შვეიცარიაში ვევე-ში(Vevey) სადაც ის წერდა მუსიკას და გაახმოვანა თავისი ფილმი (სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან ამ ქალაქში გაატარა) “The Gold Rush” რომელიც 1925 წელს გადაიღო

1957 წელი ჩაპლინი ჯერ კიდევ იღებს მონაწილეობას თავისივე ფილმში “A King in New York”

1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმე “Chaplin” (გადაღებული 1992 წელს)

უკანასკნელი ფილმი რომელიც ჩაპლინმა შექმნა ეს არის A Countess from Hong Kong ფილმში მონაწილებენ Marlon Brando, Sophia Loren, Tippi Hedren და Sydney Earle Chaplin ჩაპლინის მეორე ვაჟი.

ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს თავის სახლში ვევე-ში Vevey

ჩარლზ ჩაპლინის წერილი ჯერალდინას მისამართით ჩემო გოგონა